როდრიგო: „ამის გამეორება გვმართებს“

სამეფო კლუბის განვლილი ვარჯიშის შემდეგ, როდრიგომ Realmadrid TV-სთან გააკეთა კომენტარი.

„მოხარულნი ვართ, რომ ესპანეთის სუპერ თასის კიდევ ერთ ფინალში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვემზადებით მომავალი დაპირისპირებისათვის.“

„ფიზიოთერაპევტებისგან, მწვრთნელებისა და ექიმებისგან სათანადო მზრუნველობასა და ყურადღებას ვიღებთ. მიუხედავად ექსტრა ტაიმებისა, ფიზიკურ კომპონენტში მხნედ ვგრძნობთ თავს. როგორც იცით, 1 დღე დავისვენეთ და ყველაფერი რიგზეა. დღევანდელის მსგავსად ხვალაც ვივარჯიშებთ, ხოლო ზეგ სრულ მზადყოფნაში შევხვდებით პაექრობას. ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვება ჩვენ მხარეს დარჩება.“

„„ელ კლასიკო“ ყოველთვის რთული მატჩია. საჭიროა მეტოქის სიღმრისეული შესწავლა და მაქსიმალური კონცენტრაცია. ამასთანავე, სივრცეების გამოყენება გვმართებს. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ტიტული მოვიპოვოთ.“

„წინა წელს „სუპერკოპას“ მოგებამ თავდაჯერება შეგვმატა, რაც სეზონის განმავლობაში დიდად გამოგვადგა. იმედი მაქვს, წელსაც ანალოგიურად განვითარდება მოვლენები.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)