„რეალის“ რჩეულს „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „რეალი“ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

ანჩელოტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენციის შექმნა. გამომდინარე იქედან, რომ იტალიელი დამრიგებელი ალვარო ოდრიოსოლას არ ენდობა, ხოლო ლუკას ვასკესი ნომინალური უკანახაზელი არ არის, შემადგენლობაში მხოლოდ დანიელ კარვახალი რჩება „ორიანის“ პოზიციაზე.

BILD-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი დიდად დაინტერესებულია ბენჟამენ პავარის შესაძლებლობებით, რომელსაც „ბაიერნთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა, როგორც ირკვევა, ფრანგი მოთამაშის სურვილია „ბარსელონაში“ ასპარეზობა და ამისათვის ყველაფრის გაკეთებას აპირებს.

აქედან გამომდინარე, მადრიდში მყისვე უარი თქვეს პავარის ტრანფერის გაჩარხვისათვის ძალისხმევის გაღებაზე.


1

13 იანვარი 2023 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 787
გააგრძელეთ ბრძოლა გთხოვთ

2

13 იანვარი 2023 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 257
არანაირი სატრანსფერო ჭორის აღარ მჯერა. რამდენი წელია უკვეე ტყუილებში ცხოვრობს რეალის ფანობა. ხან ვის გვპირდებიან ხან ვის. მაგრამ საბოლოოდ ვინ შეგვრჩა? ამ ტრავმების ფონზე და ამ საშინელი ფორმის ფონზე რომ არავის იყიდი ამ იანვარში სირი უნდა იყო. პერესი დასლევდა ზედმეტად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)