ბენზემა ბომბარდირის სტატუსს იბრუნებს

კარიმ ბენზემასათვის მიმდინარე სეზონი წინასთან შედარებით ნაკლებად ნაყოფიერია და რა თქმა უნდა, ეს ტრავმების დამსახურებაა.

ფრანგმა თავდამსხმელმა „რეალის“ შემადგენლობაში 1255 წუთი გაატარა მოედანზე (წლეულს), რაც 15 მატჩზე ნაწილდება. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, „ბლანკოსის“ მთავარი ბომბარდირის სტატუსს ვინისიუსს ჯუნიორი ატარებდა 10 გოლით, ახლა კი, მას „ოქროს ბურთის“ მფლობელი გაუთანაბრდა.

სეზონის განახლების შემდეგ, ბენზემამ 3 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და 4 შედეგიანი დარტყმა განახორციელა. მან დუბლი შეასრულა „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ, ხოლო თითო-თითოჯერ „ვილიარეალისა“ და „ვალენსიას“ კარი აიღო. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, კარიმი დაბრუნდა.

ბენზემას „მომაკვდინებელი“ თვისებები „რეალისათვის“ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება კვირას, როდესაც ანჩელოტის გუნდი „სუპერკოპას“ ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ამასთანავე საინტერესოა, რომ 10 გოლიდან, „ცხრიანმა“ 8 ლა ლიგაზე გაიტანა, 1 ევროპის სუპერ თასზე და 1-იც ესპანეთის სუპერ თასზე. ჯერ-ჯერობით, მას მშრალი სერია აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც განვლილ სეზონში გოლეადორობა არავის დაუთმო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)