რა ბედი ეწევა ბრაჰიმ დიასს?
როგორც იცით, ბრაჰიმ დიასი უკვე 3 სეზონის განმავლობაში „მილანშია“ განათხოვრებული.
ესპანელი ფეხბურთელის იჯარის ხელშეკრულებას 30 ივნისს გასდის ვადა და შესაბამისად, თუ კლუბები სხვა რამეზე ვერ შეთანხმდნენ, მას ესპანეთის დედაქალაქში მოუწევს დაბრუნება.
AS-ის ინფორმაციით, არსებული მომენტისათვის, „როსონერისა“ და „რეალის“ წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა მოთამაშესთან დაკავშირებით, თუმცა, დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანრჯრის დასრულების შემდეგ, მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან.
იტალიელების სურვილია დიასის ტრანსფერი გამოისყიდონ, მაგრამ უცნობია მადრიდელების პოზიცია.
24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლსა და 2 ასისტს მოითვლის. მისი სატრასფერო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს.
- 13 იანვარი 2023
- 724
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.