რაფა მარინს პრემიერ ლიგის გრანდი ეპატიჟება
რაულ გონსალესის შეგირდზე ნადირობაა გამოცხადებული.
რაფა მარინი მიმდინარე ფორმაციის „კასტილიის“ ერთ-ერთ საკვანძო ფიგურაა. 20 წლის მცველი მეტად საიმედოდ და სტაბილურად ასპარეზობს და სწორედ ამიტომაც მიიპყრო არა ერთი გუნდის ყურადღება.
Telegraph-ის ინფორმაციით, ფეხბურთელისადმი დიდ სიმპათიებს გამოხატავს „ჩელსი.“ ლონდონელებს 5-დან 10 მილიონ ევრომდე აქვთ გამზადებული ტრანსფერისათვის.
აღსანიშნავია, რომ მარინს 2024 წლის ზაფხულში ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და ამ დრომდე კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაწყებულა. მიუხედავად შესაძლებლობებისა, მას პირველი შემადგენლობის რიგებში ჯერ არ მისცემია დებიუტის შანსი.
„ლურჯების“ პარალელურად, რაფაელს აქტიურად აკვირდებიან „ლაიპციგისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებიც.
- 12 იანვარი 2023
- 850
- 5