რამდენ ხანს იუქმებენ ვასკესი, მილიტაო და კამავინგა?
„ვალენსიასთან“ გამართული მატჩიდან 24 საათის შემდეგ, „რეალმა“ ახალი ცნობები მიიღო ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
როგორც იცით, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური პაექრობის მიმდინარეობისას, კარლო ანჩელოტის 3 იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. იტალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა მიზეზით ედუარდო კამავინგა, ლუკას ვასკესი და ედერ მილიტაო გაიყვანა მოედნიდან.
AS-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის მდგომარეობა მეტად სერიოზულია. მას კოჭის ტრავმა დაუდგინდა და დიდი ალბათობით, მარტამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
ფრანგი ნახევარმცველის შემთხვევაში პირველადი ინფორმაცია არ გამართლდა. ახალგაზრდა მოთამაშეს მუხლზე აღენიშნებოდა დისკომფორტი. სავარაუდოდ, ის ფინალამდე მოასწრებს მწყობრში ჩადგომას. უფრო მეტი დეტალი პარასკევის ვარჯიშზე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ბრაზილიელ მცველს, მას თავბრუსხვევა აღარ აწუხებს და კვირას კვლავ ანტონიო რუდიგერს შეუწყვილდება სასტარტო შემადგენლობაში.
- 12 იანვარი 2023
- 986
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.