„რეალმა“ სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა, საქმეში ფიზიოთერაპევტები ჩართეს
ესპანური გამოცემების ცნობით, „ვალენსიასთან“ მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ძალიან დაღლილები არიან...
კარლო ანჩელოტის აღდგენითი სესიის გამართვა თბილისის დროით 14:30 საათზე სურდა, მაგრამ მოთამაშეები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, საქმეში ფიზიოთერაპევტები ჩართეს, რომლებიც იმ სასტუმროში იმყოფებიან, სადაც მოთამაშეები არიან განთავსებულები.
დიდი ალბათობით, „ბლანკოსი“ ფინალისთვის მზადებას სრული დატვირთვით ხვალიდან დაიწყებს, დღეს კი მთავარ მწვრთნელს მხოლოდ ფიზიო ვარჯიშებით დაკმაყოფილება მოუწევს.
- 12 იანვარი 2023
- 466
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.