„ატლეტიკო“ კურტუასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ბელგიელ კარის დარაჯს ყოფილი კლუბიდან დაუკავშირდნენ.
„ატლეტიკომ“ ტიბო კურტუას ოფიციალური წერილით მიმართა და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წარსულში გაკეთებული კომენტარის გამო. მადრიდელები მეკარეს ცნობილ განცხადას ვერ პატიობენ, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ „ახლა სწორ მხარეს იმყოფება.“
„როხიბლანკოს“ შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუ კურტუა საჯაროდ არ უარყოფს თავის სიტყვებს, კლუბი სტადიონის ლეგენდების ხეივანში მის მემორიალურ დაფას აიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტიბო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
- 12 იანვარი 2023
- 880
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.