ნაჩო: „ის მსოფლიოში საუკეთესოა“
ნაჩო ფერნანდესი „ვალენსიას“ წინააღმდეგ 120 წუთის განმავლობაში ირჯებოდა. ესპანელმა ფეხბურთელმა შეხვედრა მარჯვენა მცველის ამპლუაში დაიწყო, ხოლო შემდეგ კი ცენტრში გადაინაცვლა.
„რა თქმა უნდა, ისეთი მატჩი არასდროსაა ადვილი, რომლის ბედიც პენალტების სერიით წყდება. „ვალენსიას“ ძალიან კარგად ასპარეზობდა და საერთო ჯამში კონკურენტუნარიანი დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ გამარჯვებას ჩვენს მხარეს დარჩა. ბედნიერი ვარ მორიგი ფინალით.“
„გაშვებული გოლი პრობლემას წარმოადგენს. მეტოქემ მეორე ნახევარის დებიუტშივე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ, ვინაიდან „ვილიარეალმაც“ შესვენების შემდეგ გამოიჩინა თავი. მომდევნო დღეებს შეცდომების გამოსასწორებლად გამოვიყენებთ.“
„პოზიციების ცვლილებას მიჩვეული ვარ. ჩემთვის ბედნიერების მომტანია სათამაშო წუთები, ხოლო ამპლუას არ აქვს მნიშვნელობა. უფრო კომფორტულად კი, ცენტრალურ მცველად ყოფნის დროს ვგრძნობ თავს.“
„ანჩელოტი მოტივაციასა და თავდაჯერებას გვმატებს. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ეს ნაყოფიერი შრომის შედეგია.“
„თანაგუნდელებს მეტად ვენდობი და განსაკუთრებით კურტუას. ისინი საუკეთესონი არიან. ტიბო საიმედო არა მხოლოდ პენალტების სერიის დროს. თითოეული თამაში ცხადყოფს, რომ ის ნომერ პირველია მსოფლიოში. მოხარულნი ვართ მისი გუნდში ყოფნით.“
- 12 იანვარი 2023
- 820
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.