"მარსელი" ბენზემაში 40მილ.ევროს იხდის
მადრიდის ”რეალის” ფრანგ ფორვარდზე კარიმ ბენზემაზე დიდი მოთხოვნილებაა.კარიმის შეძენა იტალიურ კლუბს სურდა, მაგრამ ფრანგი მადრიდში დარჩა.როგორც La Sexta იუწყება, ახლა უკვე ბენზემას შეძენა ოლიმიპიკის ”მარსელს” სურს.
ამავე წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი მზად არის ”რეალის” ვარსკვლავში 40მილ.ევრო გადაიხადოს.ეს თანხა სოლიდურია და ”ბლანკოსისთვის” ძალზედ დამაფიქრებელი, რადგან ბენზემა გასულ წელს ”ლიონიდან” 36 მილ.ევროდ გადმოვიდა და მასზე დამყარებული იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა.
ძნელად სავარუდოა ეს ტრანსფერი შედგეს, რადგანაც ”მარსელი” ბენზემას ტრანსფერში ასეთ თანხას ვერ დახარჯავს და პლიუს ამას მოურინიოს არ სურს ბენზემას გაშვება.ფრანგის წასვლის შემთხვევაში გუნდში მხოლოდ ერთი ფორვარდი რჩება.ასე, რომ ეს ტრანსფერი გამორიცხულია.
წყარო:defensacentral.com
- 12 აგვისტო 2010
- 1 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.