ასენსიო: „ამის თავიდან არიდება ვერ მოვახერხეთ“
მარკო ასენსიომ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური დაპირისპირება შეაჯამა. შემტევი ფეხბურთელი „ვალენსიასთან“ მატჩში 84-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში. მან პენალტების სერიაში გიორგი მამარდაშვილს აჯობა.
„საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა. ცოტათი გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია ფინალის საგზურის მოპოვება. მეორე ტაიმის სტარტზე მეტოქის სწრაფმა გოლმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ვცდილობდით შანსების შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო პენალტების სერიის თავიდან არიდება, მაგრამ მიღწეულით კმაყოფილნი ვართ. დროა ახალი ტიტულის დაბევების. „ბარსელონა“ თუ „ბეტისი?“ არ აქვს მნიშვნელობა, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მეოთხე თერთმეტმეტრიანის შესრულება მე მხვდა წილად.“
- 12 იანვარი 2023
- 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.