გატუზო:,,საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ დასაკარგი არაფერია"
ჯენარო გატუზომ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კარლო ანჩელოტიზეც ჰკითხეს...
„ვერ ვიტყვი, რომ „ვალენსიას“ ამ მატჩის წინ საუკეთესო მდგომარეობა აქვს. გასულ დაპირისპირებებში კარგი შედეგები არ გვიჩვენებია, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ გასამარჯვებლად და ფინალში გასასვლელად, ეს ნამდვილად შეგვიძლია.“
„ანჩელოტისთან დაპირისპირება? ეს არ იყო პიროვნული საკითხი, ეს საქმეში მოხდა, როდესაც კარლო „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სერიოზული ნამდვილად არაფერი მომხდარა, ის მომენტი მაშინვე დასრულდა, ჩვენ ერთმანეთთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დიდ პატივს ვცემ, ამიტომ იტალიელმა უნდა „მოკეტოს“ (იცინის), ის ხომ ჩემი დიდი მეგობარია.“
„წაგება არ მიყვარს, გიჟი ვარ თუ იდიოტი? მე მიყვარს მხოლოდ პოზიტიური შედეგები.“
- 11 იანვარი 2023
- 19 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.