„ვალენსიასთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ვალენსიასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს...
გუნდმა რიადში ფინალური ვარჯიში გამართა. სამწუხაროდ, ფერლან მენდიმ თანაგუნდელებთან ერთად დატვირთვის მიღება ვერ შეძლო და სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა.
ანჩელოტის განკარგულებაში ასევე არ არიან ორელიან ჩუამენი და დავიდ ალაბა, ორივე მათგანი მადრიდში დარჩა და აღდგენითი კურსი დაიწყო.
მოთამაშეებმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობას, პრესინგს და ტაქტიკურ მონახაზებს.
ვარჯიშის მეორე ნაწილში გუნდი ორად გაიყო და მოკლე სივრცეში ფეხბურთი ითამაშა.
შეგახსენებათ, „რეალისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 11 იანვარი 2023
- 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.