„კასტილია“ 2-1 „ალხესირასი“ [VIDEO]

საშობაო არდადეგების შემდეგ, განვლილ უქმეებზე, Primera RFEF-ს მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.

აღნიშნული დივიზიონის 1-ელ ჯგუფში მოასპარეზე „კასტილიამ“ საკუთარ მინდორზე „ალხერსირასს“ უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ უკვე მე-4 წუთზე, რაულის შეგირდებმა გოლი გაუშვეს, თუმცა მე-60 წუთზე არიბასმა ანგარიში გაათანაბრა (საჯარიმო დარტყმით), ხოლო 89-ზე ალვარო როდრიგესმა გამარჯვების მომტანი შედეგიანი დარტყმა განახორციელა და საბოლოოდ 2-1 დაფიქსირდა ტაბლოზე.

ამრიგად, ახალგაზრდა მადრიდელები უკვე 38 ქულასა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს მოითვლიან. ისინი მხოლოდ 1-ით ჩამორჩებიან „კორდობასა“ და „ალრკორკონს.“

მომდევნო ტურში (15 იანვარს) კასტილიელების მოწინააღმდეგო „სეუტა“ იქნება, რომელიც „კოპა დელ რეის“ მერვედფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„კასტილიას“ შემადგენლობა „ალხესირასის“ წინააღმდეგ: ლუისი; ტობიასი, კარილიო, რაფა მარინი, მარველი (56' პეტერი), ობრადორი; ალვარო მარტინი, ხავი ვილარი (83' ტეო), ნიკო პასი (56' არანდა); არიბასი და ალვარო როდრიგესი (90' იკერ ბრავო).
გოლები: 0-1 რონი (3'); 1-1 არიბასი (60'); 2-1 ალვარო მარტინი (90')

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ფერან ტორესი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (39)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)