IFFHS - 2022 წელს ანჩელოტი საუკეთესოა!
ფეხბურთის ისტორიისაა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელები (საკლუბო) დაასახელა.
საგულისხმოა, რომ პირველი ადგილი არავის დაუთმო კარლო ანჩელოტიმ. ამ უკანასკნელმა, რომელმაც განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონის მოაგებინა „რეალს,“ 245 ქულა მოაგროვა და 200-ით გაუსწრო მეორეადგილოსან პეპ გვარდიოლას.
მესამე ადგილზე „ვიდად კასაბლანკას“ (მაროკო) დამრიგებელი, ვალიდ რეგრაგი გავიდა (40 ქ.), მეოთხეზე იურგენ კლოპი (20), ხოლო მეხუთეზე ჟოზე მოურინიო (15).
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ დაიბევა.
- 9 იანვარი 2023
- 474
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.