„რეალმა“ „ბაიერნის“ ვარსკვლავისთვის 75 მილიონი გაამზადა!
სამეფო კლუბი 2023 წლის ზაფხულში კიდევ ერთ მეგა ტრანსფერს აანონსებს...
გერმანული გამოცემების ცნობით, „რეკორდმაისტერს“ ალფონსო დეივისის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან მოთამაშეს „რეალში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს. არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი განაპირა მცველის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის.
„ბლანკოსი“ ამ თანხის ნაწილობრივ მობილიზებას ფერლან მენდის ტრანსფერიდან მოახდენს, ფრანგის წასვლა უკვე გარდაუვალი სჩანს, მასში კი „რეალი“ 40-45 მილიონს მიიღებს.
გამადრიდელების შემთხვევაში კანადელი დეივი „მერენგებთან“ 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი კი 8.5 მილიონი ევრო იქნება.
- 9 იანვარი 2023
- 899
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.