„ელ კლასიკოს“ მოლოდინში
15 იანვარს ერთმანეთს შესაძლოა მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ...
11 იანვარს სამეფო კლუბი „ვალენსიას“ შეერკინება, გამარჯვების შემთხვევაში კი სუპერთასის ფინალში შევა, 12-ში კი „ბარსელონა“ „ბეტისთან“ გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.
თუ „რეალი“ და „ბარსელონა“ ნახევარფინალურ ეტაპს წარმატებით დაძლევენ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ, რასაც ალბათ დიდი სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს როგორც კატალონიელი, ასევე მადრიდელი ქომაგები.
შეგახსენებთ, ესპანეთის სუპერთასის ფინალი 15 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
- 8 იანვარი 2023
- 917
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.