გვარდიოლს „რეალის“ უშუალო კონკურენტები დაუკავშირდნენ
ესპანური გამოცემების ცნობით, იოსკო გვარდიოლის დამატებით არამხოლოდ არაესპანური კლუბები, არამედ კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ არიან დაინტერესებულები...
აღნიშნული გარემოება სამეფო კლუბის გეგმებში საერთოდ არ შედის. 2 კვირის წინ გვარდიოლისთვის ბრძოლაში „რეალი“ მოწინავე პოზიციაზე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხორვატმა ფეხბურთელმა გარანტიები მოითხოვა, „ბლანკოსმა“ უკან დაიხია, ვინაიდან დაცვის ცენტრში ამ ეტაპზე რუდიგერი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო და ვალიეხო ჰყავს.
როგორც სჩანს, ჩავის „ბარსელონა“ გვარდიოლს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევს, ისევე როგორც დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“, რომელსაც ზაფხულში სერიოზული ცვლილებები აქვს დაანონსებული.
„ბარსელონა“ გვარდიოლში 80 მილიონს ვერ გადაიხდის, მაგრამ კლუბი მზაობას გამოთქვამს, პირველ ეტაპზე 40 მილიონამდე გამოყოს, დანარჩენი თანხა კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფაროს.
მადრიდული გამოცემები კი თვლიან, რომ პერესს კონკურენტების აქტიურობა გააბრაზებს და ხორვატის მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს.
- 8 იანვარი 2023
- 678
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.