კურტუა:„არ გამოვრიცხავ, ხვალ „ბარსელონამაც“ წააგოს“
ტიბო კურტუამ „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენს კარში დანიშნული პენალტი კითხვებს ბადებს, მაგრამ რას ვიზამთ, ახლა არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ფაქტი ის არის, რომ ალაბას ბურთი მექანიკურად მოხვდა და მას ამის განზრახვა არ ჰქონია. დასანანი დაპირისპირება წავაგეთ, ჩვენ გვსურს, რომ გამარჯვება დაგვეფიქსირებინა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაგვეწერა.“
„სეზონი ძალიან გრძელია, ჩვენ კი მხოლოდ შუა ნაწილში ვიმყოფებით. „ბარსელონას“ ხვალ მძიმე მატჩი ელის. არ გამოვრიცხავ, საკუთარი მატჩი კატალონიელებმაც წააგონ.“
„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებების გამართვა მოგვიწევს, სწორედ ამიტომ ამ საღამოს დავიწყება და წინ ყურება გვმართებს.“
- 7 იანვარი 2023
- 761
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.