ანჩელოტი:„თუ „ბარსასთან“ ბრძოლა გვსურს, ეს არ უნდა გავაკეთოთ“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ის, რაც მოხდა ძალიან დასანანია. დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და სეტიენის გუნდი კონტრ-შეტევაზე სიტუაციას ამწვავებდა.“
„ხელი ხელია, შესაბამისად თერთმეტმეტრიანები დასანიშნი იყო, როგორც ჩვენს, ასევე „ვილიარეალის“ კარში.“
„ძალიან ვწუხვართ, რომ „სერამიკაზე“ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ახლა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას უნდა დაველოდოთ. ამ მატჩის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ჩავის გუნდთან ბრძოლა გვსურს, ასე არ უნდა ვიასპარეზოთ. არცერთი რგოლი არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე.“
„უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გვაჯობეს და ჩვენზე გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.“
„ფიზიკური პრობლემები არ გვაქვს. ამ ესპექტში მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელი თანაბარ დონეზე იქნება მზად.“
„ვასკესი დაღლილი იყო, სწორედ ამიტომ მარჯვენა ფლანგი მილიტაომ დაიკავა. მეორე ტაიმში ლუკასი დავიმატეთ და მილიტაო ცენტრში შეიწია. ვფიქრობ, თამაშის წაგება ამ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.“
„როდესაც მეტოქე გამარჯვებას იმსახურებს, უნდა მიხვიდე და მიულოცე. ვერაფერს ვიტყვი. დღეს უკეთესი გუნდი „ვილიარეალი“ იყო.“
- 7 იანვარი 2023
- 2 722
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.