დინამიკური ტანდემი საქმეში ბრუნდება
სამეფო კლუბის დინამიკური ტანდემი საწყისი წუთებიდან დაიწყებს „ვილიარეალის“ ძლევაზე ფიქრს.
10 ნოემბრის შემდეგ, მოდრიჩისა და კროოსის წყვილს სასტარტო თერთმეტეულიდან არ უასპარეზია ერთად. მიმდინარე სეზონში, როდესაც ისინი ძირითადში არიან, „რეალი“ შთამბეჭდავი სტატისტიკით იწონებს თავს - 9 მოგება და 1 ფრე. გოლების შეფარდება 27-9-ზეა მადრიდელების სასარგებლოდ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი ტანდემი ანჩელოტის გუნდის წარმატების გასაღებია.
პრიმერას მე-13 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ განცხდილი მარცხის (ერთადერთი ამ სეზონში) დროს, გერმანელი ნახევარმცველი დისკვალიფიკაციის მიზეზით უქმობდა.
არსებული მომენტისათვის, ლუკამ და ტონი, „ბლანკოსის“ 12 გოლში მიიღეს მონაწილეობა. „რვიანის“ ანგარიშზეა 1 შეეგიანი დარტყმა და 4 ასისტი, ხოლო „ათიანი“ 5 გოლსა და 2 გადაცემას მოითვლის. ამ უკანასკნელს მხოლოდ 1 გასროლა აკლია, რათა 2020/21 წლების რეკორდი გაიმეოროს და ჯერ მხოლოდ იანვარია.
შესაძლებელია, ისინი ბოლო თვეებსაც კი მოითვლიან პარტნიორობის, ვინაიდან ორივეს 30 ივნისს ეწურება მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი და ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
- 7 იანვარი 2023
- 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.