„რეალის“ ახალი პროექტი - ევოლუცია რევოლუციის გარეშე!

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ქომაგები კარიმ ბენზემას, დანიელ კარვახალს, ტონი კროოსს და ლუკა მოდრიჩს უკვე ათწლეულია ხედავენ, ფლორენტინო პერესი ახალ სახეებს სერიოზულად ფიქრობს და თაობათა ცვლის პროცესი დიდი ხნის დაწყებული აქვს...

რონალდუ წავიდა, ისევე როგორც ბეილი, კასილიასი, კაზემირო, მარსელო, ხამეს როდრიგესი, პეპე, სერხიო რამოსი, რაფა ვარანი და კიდეც ბევრი უდიდესი ფეხბურთელი, რომლებმაც 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში უამრავი ტიტულის მოგებაში შეიტანეს წვლილი და სამუდამოდ დაამახსოვრეს თავი ქომაგებს.

ახლა მოდრიჩის, კროოსის, კარვახალის და ბენზემას წასვლის ჯერი დგება და ეს ნამდვილად არ არის შორეული პერსპექტივა. მადრიდისტები მათ ხილვას რაც შეიძლება დიდი ხნით ისურვებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაქსიმუმ 2024-25 წლების სეზონის სტარტზე გუნდში არცერთი მათგანი აღარ იქნება. მეტიც, მომდევნო ზაფხულს შესაძლოა კროოსი და მოდრიჩი უკვე ვეღარ ვიხილოთ.

ამ ყველაფრის პარარელურად ფლორენტინო პერესი ეტაპობრივი, წერტილოვანი ტრანსფერებით ცდილობს გუნდის რესურსის ზრდას და ეს შესანიშნავად გამოსდის, 2023 წლის ზაფხულში კი რამდენიმე ეფექტური ტრანსფერით სურს გუნდის რესურსის გადანაწილება.

ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოეში „რეალის“ შეტევის წამყვან ძალად უკვე ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც შესანიშნავად ეხმარება ფედერიკო ვალვერდე. გუნდს ბრწყინვალედ მოერგო ორელიან ჩუამენი, ედუარდო კამავინგა კი საკუთარი ექსტრავაგანტული მანევრებით ხშირად გვაოცებს და გვარწმუნებს, რომ დიდი მომავალი აქვს.

ენდრიკ ფელიპეს ტრანსფერით „რეალმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ ის უფრო შორეული პერსპეექტივაა, ვიდრე აწმყო.

2023 წლის ზაფხულში „ბლანკოსი“ ბოლომდე იბრძოლებს ჯუდ ბელინგემისთვის, რომელიც მოდრიჩისა და კროოსის წასვლის შემდეგ ნახევარდაცვის უდავო ლიდერი უნდა გახდეს. „მერენგები“ ასევე დიდ ყურადღებას მიაპყრობენ მარჯვენა მცველის ტრანსფერს, რომელიც გუნდს უკვე ძალიან სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებნე ვინისიუს ტობიასს, რომელიც ახლა „კასტილიას“ ღირსებას იცავს.

დღის წესრიგიდან კვლავ არ მოიხსნება მბაპესთან გარიგება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრანსფერი ძალიან რთული იქნება და „ბლანკოსი“ განსხვავებულ ტაქტიკას აირჩევს.

ფლორენტინოს ასევე ურჩევენ რაფაელ ლეაოს და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა პერსპექტიული შემტევის დამატებას.

  • Hala
  • 7 იანვარი 2023
  • 702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)