შანსი ბენზემასთვის

ფრანგი ფეხბურთელი 30 დეკემბერს დაბრუნდა მწვანე მინდორზე და „ვალიადოლიდის“ კარში 2 გოლი გაიტანა.

განვლილ სეზონში კარიმ ბენზემამ პრიმერა დივიზიონის „პიჩიჩის“ წოდება, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიბევა, თუმცა განსხვავებული სიტუაცია სუფევს მიმდინარე ჩემპიონატში. მე-15 ტურის თავზე, ყველაზე მეტ გოლს რობერტ ლევანდოვსკი მოითვლის, რომელიც ზაფხულში შეუერთდა კატალონიელთა რიგებს. მის ანგარიშზე 13 გოლია და ის 6-ით უსწრებს „ოქროს ბურთის“ მფლობელს.

საგულისხმოა, რომ პოლონელ გოლეადორს ლა ლიგის მომდევნო 3 ტურის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს, რაც, თავისთავად, კარგი შანსია ბენზემასათვის დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი. „რეალის“ მომავალი მეტოქეების (შესაბამისად, „ვილიარეალი,“ „ატლეტიკი“ და „რეალ სოსიედადი“) სტატუსიდან გამომდინარე, ადვილი არ იქნება 6 ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა, მაგრამ, ინდივიდუალურ ასპექტში, კარიმს ნაყოფიერი სტატისტიკა აქვს მათ წინააღმდეგ - ბასკების კარში 19 გოლი, „ყვითელი წყალქვეშა ნავთან“ 8, ხოლო სან-სებასტიანელებთან 9.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ბენზემა ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (90)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)