ედენ აზარი იუბილარია
სამეფო კლუბის „შვიდიანს“ 32 წელი შეუსრულდა.
ბელგიელი შემტევი 1991 წლის 7 იანვარს, ქალაქ ლა ლუვიერში დაიბადა. ის „რეალის“ რიგებში 2019 წლიდან ირიცხება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აზარმა 73 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 ტიტული (1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი) დაიბევა.
კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ედენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან 17 წლის ასაკში იდებიუტა „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში და საერთო ჯამში 126 პაექრობასა და 33 გოლს მოუყარა თავი.
- 7 იანვარი 2023
- 262
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.