ზიზუს მუნდიალის ფინალზე არდასწრება არ აპატიეს!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანისა და საფრანგეთის ნაკრების გზები დიდი ხნით გაიყო...
უკვე დადასტურებული ინფორმაციით, „მამლები“ დიდიე დეშამს კონტრაქტს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაუხანგრძლივებენ.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ფრანგები ხელშეკრულებით 18 თვით გახანგრძლივებას გეგმავდნენ, რომელიც დიდიეს ნაკრებში დარჩენას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ითვალისწინებდა, მაგრამ როგორც სჩანს, გარემოებები შეიცვალა.
ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ზინედინ ზიდანის მომავალი ეროვნულ ნაკრებს არ დაუკავშირდება.
სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდა? მის მომავალ კლუბად „იუვენტუსი“ სახელდება, თუმცა მადრიდის „რეალი“ კვლავ ფიგურირებს.
- 7 იანვარი 2023
- 637
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.