„რეალი“ 2 ფეხბურთელს გაანათხოვრებს
სამეფო კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 ფეხბურთელს გაანათხოვრებს.
ბრუნო იგლესიასს, ფაქტობრივად, რაულის „კასტილიაში“ არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და კარიერას მადრიდულ „ინტერნაციონალში“ გააგრძელებს. 19 წლის ნახევარმცველზე „ბლანკოსში“ დიდ იმედებს ამყარებენ, შესაბამისად, მისთვის ახლა მეტად მნიშვნელოვანია სათამაშო წუთების მიღება.
იგივე ბედს გაიზიარებს Juvenil A-ს წევრი ხულენ გერერო. არბელოას შეგირდი სეზონის ბოლოდე „ამორებიეტას“ შეუერთდება. აღნიშნული გუნდი Primera RFEF - Group 2-ში მეხუთე პოზიციას იკავებს.
ცნობისათვის, უახლოეს მომავალში „ინტერნაციონალის“ ბაზაზე ჩამოყალიბდება „რეალ მადრიდ C,“ რომელმაც 2014/15 წლების სეზონში შეწყვიტა ფუნქციონირება. „ინტერნაციონალი“ 50 წლის წინ დაარსდა, ამაჟამად Tercera დივიზიონში გამოდის და საშინაო მატჩებს „ვალდებებასზე“ ატარებს.
*ფოტოზე, მარცხნივ იგლესიასი და მარჯვნივ გერერო
- 6 იანვარი 2023
- 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.