აზარს მსურველი გამოუჩნდა
სამეფო კლუბში უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბელგიელი ფეხბურთელის გარჯით და მზად არიან, კონტრაქტის ამოწურვამდე შეელიონ მას.
თურქული პრესის ინფორმაციით, ედენ აზარის იჯარით აყვანით დიდად დაინტერესებული „ფენერბახჩე.“ მათი სურვილია, იანვარშივე გააფორმონ მოთამაშესთან შესაბამისი ხელშეკრულება.
რა თქმა უნდა, მადრიდელები ხელს შეუწყობენ მის განათხოვრების პროცესს, თუმცა რამდენად დათანხმდება აზარი სტამბულში კარიერის გაგრძელებას, სხვა საკითხია.
„შვიდიანმა“ რამდენიმე დღის წინ კოპა დელ რეის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რეალის“ რიგებიდან ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.
- 6 იანვარი 2023
- 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.