CIES - ბელინგემი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
CIES Football Observatory-მ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ანალიტიკურმა ჯგუფმა საკუთარი სტატისტიკური მოდელის გამოყენებით, დაახლოებით 30 ათასი მოთამაშე შეაფასა. მათი ვერსიით, არსებული მომენტისათვის, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს ჯუდ ბელინგემი ატარებს. მისი პოტენციალი 208.2 მილიონ ევროდაა შეფასებული. ინგლისელი ნახევარმცველი სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეებს ოცეულს, რომელშიც „რეალის“ რამდენიმე წევრმაც დაიდო ბინა:
1. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის „ბორუსია“) – 208,2 მლნ. ევრო;
2. ფილ ფოდენი („მან.სიტი“) – 200,5;
3. კილიან მბაპე („პსჟ“) – 191,7;
4. ვინისიუს ჯუნიორი („რეალი“) – 190,5;
5. ერლინგ ჰალანდი („მან.სიტი“) – 174,9;
6. პედრი („ბარსელონა“) – 170,2;
7. გავი („ბარსელონა“) – 147,6;
8. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“) – 145,1;
9. იოშკო გვარდიოლი („ლაიპციგი“) – 125,8;
10. ფედერიკო ვალვერდე („რეალი“) – 123,5;
11. როდრი („მან.სიტი“) – 117;
12. ლუის დიასი („ლივერპული“) – 109,7;
13. ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“) – 109,3;
14. ბუკაიო საკა („არსენალი“) – 108,7;
15. როდრიგო გოესი („რეალი“) – 107,4;
16. ორელიენ ჩუამენი („რეალი“) – 107,2;
17. ფერან ტორესი („ბარსელონა“) – 106,8;
18. რუბენ დიაში („მან.სიტი“) – 105;
19. ჟოაუ კანსელუ („მან.სიტი“) – 103,6;
20. ედერ მილიტაო („რეალი“) – 102.
- 5 იანვარი 2023
- 1 458
- 8