რონალდუს ყოფილი მადრიდელის წაყვანა სურს „ალ ნასრში“
კრიშტიანუ რონალდუ უკვე საუდის არაბეთშია და ახალი კლუბის რიგებში ვარჯიშობს.
„მარკას“ ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ალ ნასრის“ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა. „შვიდიანის“ სურვილია, რომ მის გვერდით იხილოს პეპე, რომელთანც ერთადაც ეროვნულ ნაკრებსა და „რეალში“ ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს.
40 წლის ცენტრალურ მცველს ზაფხულში ეწურება კონტრაქტი „პორტუსთან“ და არ იქნება გასაკვირი, თუ ახალი სეზონიდან „ალ ნასრის“ შემადგენლობაში ვიხილავთ.
პარალელურად, არაბები აქტიურად აკვირდებიან სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩის ირგვლი არსებულ სიტუაციას.
- 5 იანვარი 2023
- 6 518
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.