IFFHS - ტიბო კურტუა წლის საუკეთესო მეკარეა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2022 წლის საუკეთესო მეკარეები დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი არავის დაუთმო ტიბო კურტუამ, რომელმაც 125 ქულა დააგროვა და 15-ით აჯობა ემილიანო მარტინესს. ამ უკანასკნელმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.
რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს:
3. იასინ ბუნუ („სევილია,“ მაროკო) – 55 ქულა;
4. დომინიკ ლივაკოვიჩი („დინამო,“ ხორვატია) – 30;
5. უგო ლორისი („ტოტენჰემი,“ საფრანგეთი) – 25;
6. ვოიჩეკ სჩესნი („იუვენტუსი,“ პოლონეთი) – 15;
7-8. იან ობლაკი („ატლეტიკო,“ სლოვენია), ალისონი („ლივერპული,“ ბრაზილია) – 10;
9-10. ჯორდან პიკფორდი („ევერტონი,“ ინგლისი), მაიკ მენიანი („მილანი,“ საფრანგეთი) – 5.
- 5 იანვარი 2023
- 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.