„ვილიარეალი“ - „რეალი“ - მსაჯი ცნობილია
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩებზე მსაჯები დანიშნა.
7 იანვარს, „ლა სერამიკაზე“ გასამართ პაექრობას „ვილიარეალსა“ და „რეალს“ შორის სეზარ სოტო გრადო გაუძღვება, ხოლო VAR-ის ოთახში იგნსაიონ იგლესიას ვილიანუევა იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის მასშტაბით, გრადომ 9-ჯერ იმსაჯა პაექრობა სამეფო კლუბის მონაწილეობით. აქედან, 6 შემთხვევაში ტაბლოზე მადრიდელებისათვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა, ორჯერ ფრე და ერთხელ მარცხი.
გრადო იყო მთავარი არბიტრი განვლილი სეზონის ესპანეთის სუპერ თასის ფინალშიც, სადაც „რეალმა“ „ატლეტიკს“ სძლია და ტიტული დაიბევა.
- 5 იანვარი 2023
- 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.