„ნახევრად ავტომატური თამაშგარე“ ესპანეთის სუპერ თასზე
ესპანეთის სუპერ თასზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
ადგილობრივი ფედერაციის გადაწყვეტილებით, საუდის არაბეთში დაგეგმილი ტურნირის სამივე შეხვედრაში ნახევრად ავტომატური თამაშგარეს სისტემა იქნება გამოყენებული, რაც სიახლეა ესპანური ფეხბურთისათვის. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ წარმატებით იმუშავა კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის საშუალებას აძლევს VAR-ის ოთახში მყოფ მსაჯებს ავტომატურად მიიღონ შეტყობინება ფეხბურთელის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, რის შემდეგაც ხელით მოწმდება ეპიზოდი და მოეხსენება მატჩის მთავარ არბიტრს.
სუპერ თასის 11-დან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ფინალური საგზურისათვის „რეალი“ „ვალენსიასა“ და „ბეტისი“ „ბარსელონას“ წყვილები იბრძოლებენ.
მადრიდელები სწორედ 11 იანვარს (თბილისის დროით 23:59 სააათზე) დაუპირისპირდებიან „ღამურებს.“
- 4 იანვარი 2023
- 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.