მუნდიალი - ყველა კლუბის ვინაობა და კენჭისყრის თარიღი ცნობილია!
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 1-დან 11 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
მადრიდის „რეალი“ და „ფლამენდო“ ტურნირის მიმდინარეობაში ნახევარფინალური სტადიიდან ჩაერთვებიან. მათი პოტენციური მეტოქეები კი იქნებიან: სიეტლ საუნდერსი“ (Concacaf-ის გამარჯვებული), „ოკლენდ სიტი“ (OFC ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), „ალ-აჰლი“ (CAF-ის გამარჯვებული), „ვიდად კასაბლანკა“ (მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი) და „ალ ჰილალი“ (აზიის ჩემპიონი).
მუნდიალის კენჭისყრა 13 იანვარსაა დაგეგმილი, სადაც მეოთხედფინალური სტადიის წყვილები გაირკვევა, რომლებიც, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ევროპისა და სახმრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდებს გაუწევენ კონკურენციას (ინფორმაციისათვის, 1-ელ თებერვალს, 1/4 ფინალში ადგილის დამკვიდრებისათვის იბრძოლებენ „ალ აჰლი“ და „ოკლენდ სითი“).
„ფიფას“ რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა კლუბმა განაცხადი 23 ფეხბურთელისგან უნდა დააკომპლექტოს.
ცნობისათვის, „ალ ჰილალი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდის და კრიშტიანუ რონალდუს ახალი გუნდის დიდი მეტოქეა.
- 4 იანვარი 2023
- 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.