აზარი შანსი და საშინელი თამაში

ესპანეთის სამეფო თასის დაპირისპირება ბელგიელმა შემტევმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

ედენ აზარს კარგი შანსი მიეცა, ქვედალიგელი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესოდ წარმოეჩინა შესაძლებლობები, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, მან ფიასკო განიცადა მორიგ ჯერზე. „რეალის“ შემადგენლობიდან ყველაზე ცუდად სწორედ „შვიდიანი“ გამოიყურებოდა და მწვრთნელმა 68-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა.

საქმეში გატარებული დროის განმავლობაში, აზარს ნოლები ჩაეწერა კარში დარტყმისა და შესრულებული დრიბლინგების გრაფაში. მან ბურთი 24-ჯერ მიიღო და 5 შემთხვევაში მეტოქეს ჩააბარა.

„რეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის მომავალი ბურუსით არის მოცული, მაგრამ მსგავსი „წარმოდგენების“ წყალობით, ის უფროდაუფრო შორდება კლუბს.

აზარს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)