„დორტმუნდი“ 120 მილიონზე თანახმა იქნება!
მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდი“ ჯუდ ბელინგემის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას ცდილობს და ფეხბურთელის მეშვეობით დიდ ვაჭრობას აჩაღებს, მადრიდის „რეალი“ პოზიციას არ ცვლის...
მრავალი დათმობა, რომელზეც ფლორენტინო პერესი წავიდა კვლავ ძალაშია, მაგრამ არარეალურ თანხებთან დაკავშირებით „ბლანკოსს“ მკაფიო პოზიცია აქვს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ამბავი გერმანულმა კლუბმაც კარგად იცის და 120 მილიონი ევროს მიღებაზე თანახმა იქნება.
თავად ფეხბურთელმა საკუთარი სურვილი უკვე დააფიქსირა, მას გარემოს შეცვლა სურს და ბორუსიულ კლუბს მსურველ გუნდებთან მოლაპარაკებების დასრულებას სთხოვს.
ბელინგემის ფავორიტი „რეალია“, ასევე არ უნდა დავივიწყოთ „ლივერპული“, რომელიც მოთამაშისთვის ბრძოლაში სერიოზულად არის ჩართული.
- 3 იანვარი 2023
- 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.