ანჩელოტი: „სათასო მატჩში ეს ფეხბურთელები არ მიიღებენ მონაწილეობას“
კარლო ანჩელოტიმ „კასერენიოსთან“ სათასო დაპირისპირებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ მომდევნო დაპირისპირებას. საქმე შეიძლება გართულდეს, თუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ხარისხით გავალთ ფონს. რა თქმა უნდა, იქნება ბრძოლა და თავგანწირვა. ესპანეთის სამეფო თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და შესაბამისად, ყველაფერს გავიღებთ მის მოსაგებად.“
„კურტუასა და კარვახალს მცირედი დაზიანებები აწუხებთ, ისინი დაისვენებენ და „ვილიარეალთან“ მატჩისათვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან. ამასთანავე, ჩემი გადაწყვეტილებით, სათამაშო წუთები არ მიეცემა ბენზემას, ვინის, კროოსს, ალაბასა და მენდის. ჩვენი მიზანია, საუკეთესო წარმოდგენა გავმართოთ, რაშიც აკადემიის მოთამაშეებიც დაგვეხმარებიან. საუბარია არიბასზე, ნიკო პასზე, მარველსა და ალვარო როდრიგესზე. ჩამოთვლილი ფეხბურთელები საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებიან კასტილიაში, სადაც რაული დიდ სამუშაოს ასრულებს. ახალგაზრდები მნიშვნელოვან პროგრესს განიცდიან, არა მხოლოდ ეს 4, არამედ კიდევ არა ერთი. მაგალითისათვის, მარიო მარტინი, რაფა მარინი და ა.შ.“
„კოპა დელ რეი ერთხელ მოვიგე და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიშანდობლივი გათამაშებაა ჩვენთვის, მაგრამ, ცხადია არა ისეთი, როგორიცაა ჩემპიონთა ლოგა. ამ კლუბის გერბის ტარება ნიშნავს, იბრძოლო ყველა ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებ.“
„ქალაქ კასერესამდე გარკვეული მანძილის დაფრავა ავტობუსით მოგვიწევს და მომწონს ეს იდეა. ესპანეთს იტალიასავით არ ვიცნობ და მაშასადამე, უფრო მეტი შანსი მექნება დავთვალიერო ეს დიდებული ქვეყანა.“
„ღია ვარჯიშის გამართვა ამაღელვებელი იყო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია მსგავსი ღონისძიების ჩატარება. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.“
„წინ ნამდვილად რთული კალენდარი გველოდება, მაგრამ, ვფიქრობ, წარმატებით გავამრთმევთ თავს არსებულ გამოწვევებს.“
„რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყოველგვარი რასიზმი და ქსენოფობია. თუ სხვანაირად ვფიქრობთ, მაშინ არ ვართ მართალნი. საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემა არსებობს და საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არ არის ლიგის საკითხი, მის ფარგლებს სცდება.“
„ვერ გეტყვით რა მოხდება 2023 წელს, ჯადოქარი არ ვარ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და 2022 წელს დაფიქსირებულ მიღწევებს გავიმეორებთ ან გავაუმჯობესებთ.“
„კროოსი მომდევნო თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალტან დაკავშირებით. ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელი იქნება მისი წასვლა ფეხბურთიდან. მან აღნიშნა, რომ „რეალში“ დაასრულებს და ვგონებ, შეასრულებს სიტყვას.“
„სებალიოსი? მე ვერ ჩავერევი კონტრაქტის განახლების საკითხებში. ეს არის ფეხბურთელისა და კლუბის საქმე.“
- 3 იანვარი 2023
- 1 834
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.