ლუკა „რეალის“ ოფიციალურ შემოთავაზებას ელოდება
ლუკა მოდრიჩს „რეალში“ დარჩენა სურს და მზად არის, კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას მოაწეროს ხელი...
ხორვატი ფეხბურთელი ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება, რომელიც სამეფო კლუბისგან უნდა მიიღოს. ნახევარმცველი ახალი გამოწვევის მისაღებად მზად არის.
მოდრიჩი არცერთ შეთავაზებას არ განიხილავს იქამდე, სანამ ფლორენტინო პერესის საბოლოო პასუხი არ ეცოდინება.
თავის მხრივ, სეზონის ბოლომდე „მერენგები“ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, სადაც პირობები უცვლელი დარჩება.
ლუკიტას შემთხვევაში ასაკი ვერაფერს ცვლის, სწორედ ამიტომ „ბლანკოსი“ ამ ნაბიჯს გადადგამს და ენდობა მოთამაშეს, რომელიც 2023/24 წლების სეზონს 38 წლის ასაკში დაიწყებს.
- 2 იანვარი 2023
- 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.