„რეალის“ გამოწვევები 2023 წელს
2023 წლის დადგომასთან ერთად, სამეფო კლუბის წინაშე ახალი გამოწვევები წარმოიშვა.
„რეალისათვის“ განვლილი სეზონი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგა. ანჩელოტის შეგირდებმა ისეთ ტურნირებზე დაიბევეს ოქროს მედლები, როგორებიცაა პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, კლუბის მიზანია, რომ ახალი წელი უფრო შთამბეჭდავი გამოდგეს.
ბელინგემის ტრანსფერის დასრულება
„ბლანკოსი“ ახალ წელს ინგლისელი ნახევარმცველისათვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციით იწყებს. მომდევნო ზაფხულს ბელინგემი მადრიდელების მთავარი პრიორიტეტი იქნება. რა თქმა უნდა, 19 წლის ფეხბურთელის მიმართ არა ერთი კლუბი იჩენს ინტერესს, თუმცა ყველაზე დიდი შანსი სწორედ მადრიდელებს აქვთ. როგორც არ უნდა იყოს, აღნიშნული ტრანსფერი არც ადვილი იქნება და არც იაფი.
კროოსისა და მოდრიჩის კონტრაქტები
კლუბის დამოკიდებულება ბელინგემის მიმართ სულაც არ ნიშნავს, რომ გერმანელისა და ხორვატისათვის კონტრაქტების გახანგრძლივება არ მოხდება. ლუკასთან მიმართებით სიტუაცია გაცილებით მარტივია, ვინაიდან მას სურს უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გაგრძელება და შესაბამისად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენა. რაც შეეხება ტონის, ის სერიოზულად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. „რეალი“ ძალისხმევას არ დაიშურებს მის გადასარწმუნებლად.
ტრიპლეტი
ეჭვგარეშეა, რომ „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მათ აქტივში უამრავლი უნიკალური შედეგია, თუმცა მათთვის ამ დრომდე მიუღწევლად რჩება ე.წ. ტრიპლეტი - 1 სეზონის განმავლობაში 3 მთავარი თასი. ბოლო პერიოდის განმავლობაში „თეთრებმა“ მრავალგზის მიაღწიეს წარმატებას ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე, მაგრამ გუნდმა „კოპა დელ რეი“ უკანასკნელად 2014 წელს მოიგო.
განახლება თუ დამშვიდობება
მოდრიჩ და კროოსი არ არიან ერთადერთნი, რომელთა ხელშეკრულებებსაც მომდევნ ზაფხულს ეწურება ყავლი. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ნაჩო, მარიანო, ასესნიო და სებალიოსი. ჯერ-ჯერორობით კლუბს საბოლოოდ პოზიცია არ აქვს ამ მოთამაშეებთან დაკავშირებით.
- 1 იანვარი 2023
- 834
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.