„ვალიადოლიდმა“ ვინისიუსის შეურაცხყოფა დაგმო
საფეხბურთო კლუბი „ვალიადოლიდი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ვინისიუს ჯუნიორის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს, სადაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ „ხოსე ზორიალიაზე“ რასიზმის მსხვერპლი გახდა.
„„რეალ ვალიადოლიდი“ გმობს რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით.“
„რა თქმა უნდა, კლუბი მზად არის ითანამშრომლოს ლა ლიგასთან შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით და იტოვებს უფლებას მიიღოს სათანადო დისციპლინური ზომები ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ.“
„ფეხბურთსა და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის, რის გამოც „რეალ ვალიადოლიდი“ გამოთქვამს მზაობას, უფროდაუფრო მეტი ღონისძიება განახორციელოს ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა მომავალში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი შემთხვევები.“
- 1 იანვარი 2023
- 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.