„რეალის“ სატრანსფერო გეგმები

სამეფო კლუბში უკვე ჩამოყალიბებულნი არიან მომდევნო 2 სეზონის სატრანსფერო გეგმაზე.

„რეალის“ ხელმძღვანელობის მიზანია ისეთი პოლიტიკის წარმოება, რაც გუნდს ახალი სიმაღლეების დაპყრობის საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განსაზღვრეს პრიორიტეტბი და აქტიური მუშაობის შედეგად, მადრიდში სასურველი ფეხბურთელების გადაბარგება მოხდება.

რამდენიმე კვირის წინ, „რეალმა“ უკვე განაცხადა 16 წლის უნიჭიერესი მოთამაშის ყიდვის შესახებ. ენდრიკი 2024 წლიდან შეურთდება „თეთრებს.“ ბრაზილიელს ბევრი აქვს დასამტკიცებელი, თუმცა მისი პოტენციალი ნამდვილად დიდებულია.

2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „რეალის“ მთავარი საზრუნავი ჯუდ ვიქტორ ვილიამ ბელინგემის გამადრიდელება იქნება. 19 წლის ნახევარმცველმა „ბორუსიას“ რიგებიდან შეძლო შესაძლებლობების სათანადოთ გამოვლენა და რიგი გრანდების სიმპათიების მოპოვება. როგორც AS იტყობინება, ინგლისელის სურვილს არ წარმოადგენს პრემიერ ლიგაში დაბრუნება. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესში ფლორენტინო პერესის სასტარტო პოზიციები მოწინავეა. მისი ღირებულება დაახლოებით 120 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს. გუნდში ფიქრობენ, რომ ჯუდი კროოსისა და მოდრიჩის ღირსეული მემკვიდრედ იქცევა. მის პირობებში შემადგენლობის ნახევარდაცვის მოდერნიზაცია მოხდება.

მართალია, კარიმ ბენზემა მოწოდების სიმაღლეზეა და რამდენიმე თვის წინ „ოქროს ბურთიც“ მფლობელიც გახდა, მაგრამ ფრანგი თავდამსხმელი უკვე 35 წლის არის და „რეალიც“ ნელ-ნელა მის შემცვლელზე იწყებს ფიქრს. ცხადია, ესპანეთის დედაქალაქში კაპიტნის გზის გამგრძელებლად, ვის თუ არა, ერლინგ ჰალანდს მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი იდეალურად მოერგო „მანჩესტერ სიტის“ და გოლების მანქანაც დაქოქა. „ქალაქელებთან“ დადებული კონტრაქტის თანახმად, მას 2024 წლის ზაფხულში ექნება გუნდის დატოვების საშუალება. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 150 მლნ. ევროს ფარგლებში იმერყევებს.

და ბოლოს, „რეალი“ ასევე აპირებს დიდი ხნით გადაჭრას „სამიანის“ პრობლემა. მათ თვალი ალფონსო დევისზე უჭირავთ, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა მუნდიალზე. კანადელს „ბაიერნთან“ 2025 წელს ეწურება ხელშეკრელება, მაგრამ მადრიდელები უკვე 2024 წლის ზაფხულში დაიწყებენ ბრძოლას, რათა გაცილებით „იაფად“ გამოვიდნენ. დაცვის მარცხენა ფლანგის მიმდინარე მეურვე ფერლან მენდი აშკარად ვერ პასუხობს კლუბის მოთხოვნებს.

AS


1

1 იანვარი 2023 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
თქვა გვარდიოლამ რომ ჰოლადის კონტრაქტში არ წერია გამოსასყიდი თანხა და ამ გაზეთს საიდან მოაქვს ეს ამბავი. ჰილანდში რომ მინიმუმ 250 მილიონს მოითხოვენ ეჭვი არც შეგელაროთ. არც გაყიდიან მაგდენად.

2

1 იანვარი 2023 21:58

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Andre1
თქვა გვარდიოლამ რომ ჰოლადის კონტრაქტში არ წერია გამოსასყიდი თანხა და ამ გაზეთს საიდან მოაქვს ეს ამბავი. ჰილანდში რომ მინიმუმ 250 მილიონს მოითხოვენ ეჭვი არც შეგელაროთ. არც გაყიდიან მაგდენად.


იქნებ იმიტომ თქვა ეგ გვარდიოლამ, რომ დამატებითი ზეწოლა აარიდოს ჰალანდს :)
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)