მოდრიჩმა 2 სუპერ შეთავაზებაზე თქვა უარი
37 წლის ნახევარმცველს 30 ივნისს ეწურება სამეფო კლუბში ყოფნის ვადა.
განვლილმა მსოფლიოს ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ლუკა მოდრიჩისათვის ჯერ ნაადრევია ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება და ამას გრძნობს თავად ფეხბურთელიც. კატარის მუნდიალზე მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ, მას სანაკრებო კარიერა არ დაუსრულებია და შესაბამისად, არც აქტიურო საკლუბო ცხოვრებიდან აპირებს გასვლას.
არსებული მომენტისათვის ლუკას „რეალისაგან“ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია. უახლოესი პერიოდს განმავლობაში მხარეები აუცილებლად დასხდებიან მაგიდასთან და კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებენ თანამშრომლობას.
აღნიშნულ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოდრიჩმა უარით გაისტუმრა 2 კლუბი, რომლებიც სუპერ პირობებს სთავაზობდნენ მოთამაშეს.
მისი გადაბირების დიდ სურვილს გამოთქვამს „ალ ნასრი.“ არაბებმა უკვე წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები კრიშტიანუ რონალდუსთან და პარალელურად, ესაუბრებიან სერხიო რამოსსაც. ამ ეტაპისათვის ლუკას მათთვის ხელმისაწვოდმი არ არის, მაგრამ იმედს არ კარგავენ და 2024 წლის ზაფხულში კვლავ გამოჩნდებიან ხორვატის რადარზე.
რაც შეეხება მეორე წინადადებას, „ოქროს ბურთის“ მფლობელს MLS-ში ეპატიჟებიან. „ინტერ მაიამი“ სერიოზულად ფიქრობს შემადგენლობაში მესისა და მოდრიჩის ტანდემის შექმნაზე.
MARCA
- 1 იანვარი 2023
- 9 569
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.