აზარი ყველას უყვარს, თუმცა...
„მე ვიყავი ლიდერი როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე „ჩელსიში“ და „რეალშიც“ ასე იქნება“ - დასძინა ედენ აზარმა 2019 წლის 13 ივნისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული პრეზენტაციის დროს.
ბელგიელი ფეხბურთელის მიერ სამეფო კლუბის მაისურის მორგებიდან 1296 დღის შემდეგ, რეალობა განსხვავებულია. „ედენი აუცილებლად იასპარეზებს „კასერენიოს“ წინააღმდეგ“ - აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინ. მოთამაშეში, რომელშიც „ბლანკოსმა“ 100 მლნ. ევრო გადაიხადა, მხოლოდ სათასო პაექრობაში აქვს გარანტირებული ადგილი მოედანზე.
იტალიელმა დამრიგებელმა შეგირდს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. არადა, ესპანური მედია სხვანაირ პროგნოზს აკეთებდა, ვინაიდან განვლილი თამაშისათვის „რეალის“ კოლექტივის ყველა წევრი სრულ მზადყოფნაში არ იყო.
რაც ედენი მადრიდული გრანდის რიგებში ირიცხება, გუნდმა 17.020 წუთი გაატარა საქმეში და აქედან, „შვიდიანი“ მხოლოდ 3573 წუთის განმავლობაში ეხმარებაოდა თანაგუნდელებს (20.9%). ამის მიზეზია როგორც ტრავმა, ასევე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებები. შემტევმა სათადარიგოდან მიადევნა თვალი განვლილი 4 წლის მანძილზე გამართულ ყველა „კლასიკოსა“ და ფინალს. მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ მადრიდულ დერბიში.
აზარის მოქმედ კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულში გასდის ვადა, მაგრამ თუ სასწაული არ მოხდა, ფეხბურთელი 6 თვის შემდეგ დატოვებს „სანტიაგო ბერნაბეუს.“ ბელგიელი ძალიანნ უყვართ „ბლანკოსის“ გასახდელში, თუმცა მისადმი ნდობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. არავის სჯერა, რომ ედენი ძველ დიდებას დაიბრუნებს.
მიმდინარე სეზონის მიხედვით, მასზე ნაკლები დრო მოედანზე მხოლოდ ვალეხოს, ოდრიოსოლასა და მარიანოს აქვთ გატარებული.
Relevo
- 1 იანვარი 2023
- 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.