მეორე ვარჯიში „კასერენიოსთან“ მატჩამდე
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები სამეფო თასის დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ...
ანჩელოტის შეგირდები მადრიდის დროით 15:00 საათზე საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და მორიგი სესია გამართეს.
ვარჯიში პირველი ნაბიჯი მთლიანად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. მოთამაშეებმა სატრენაჟორო დარბაზში მიიღეს დავალებები.
მეორე ნაწილში კი, ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგს.
ლუკა მოდრიჩი გუნდთან ერთად იმყოფება და სრულფასოვან დატვირთვას იღებს.
კურტუა, კარვახალი და მარიანო განვლილი სესიაზე თანაგუნდელების გვერდით არ ყოფილან.
- 1 იანვარი 2023
- 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.