მოდრიჩი: „ანჩელოტის ვუთხარი, რომ მზადყოფნაში ვიყავი, თუმცა...“
მიუხედავად იმისა, რომ „ვალიადოლიდთან“ მატჩამდე ლუკა მოდრიჩმა მხოლოდ ერთხელ მოასწრო გუნდთან ერთად ვარჯიში, მას „ხოსე ზორიალიაზე“ თავის გამოჩენის საშუაება მაინც მიეცა. ხორვატი ნახევარმცველმა დაახლოებით 10 წუთი გაატარა საქმეში.
„მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ანჩელოტიმ მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მწვრთნელს ვუპასუხე, რომ პირველივე წუთებიდან შემეძლო მოედანზე გასვლა და ასპარეზობა. მისი გადაწყვეტილებით განვლილი პაექრობა სათადარიგოზე დავიწყე და ეტაპობრივად დავუბრუნდი რითმს. არანაირი პრობლემა არ არსებობს. სრულ მზადყოფნაში ვარ და ველოდები ახალ გამოწვევებს.“
„არდადეგების დროს ელემენტები შევავსე, მაგრამ, ცხადია, ბოლომდე მოდუნება ვერ მოვახერხე, ვინაიდან საკლუბო სეზონი გაჩაღდა. 3-4 ჯერ ინდივიდუალური პროგრამითაც ვიმუშავე, რათა შემენარჩუნებინა ფორმა.“
„სამეფო კლუბში ხუთშაბათს დავბრუნდი და ძალიან გამიხარდა თანაგუნდელების ნახვა. ჩვენ მოტივირებულნი ვართ.“
„ტურნირის განმავლობაში ცოტათი ტვირთი ვიგრძენი, მაგრამ არაფერი საშინელი. უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მჭირდებოდა განახლება, ვიდრე ფიზიკური. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდებოდი „ვალდებებასზე“ ვარჯიშის განახლებასა და თამაშს.“
„არაფერში გჭირდება ტიტულები და აღიარება, თუ არავინ გყავს, რომ გაუაზიარო ეს ბედნიერება. როდესაც ადამიანების გულწრფელ სიხარულის ვუყურებთ, რომელიც ჩვენი გამარჯვებებით არის გამოწვეული, მაშინ ყველაფერს ვაანალიზებთ. სპორტი არის სასწაული და ფეხბურთი არის სასწაული.“
- 31 დეკემბერი 2022
- 909
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.