ვალვერდე: „ის გახდა გამარჯვების გასაღები“
ფედერიკო ვალვერდემ „ვალიადოლიდთან“ მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.
„მატჩის მიმდინარეობისას, პერიოდულად, სირთულეებს ვაწყდებოდით. ვფიქრობ, შეტევაში მობილურობის ნაკლებობას განვიცდით და საკმაოდ გვიჭირდა სივრცეების შექმნა. ბენზემა და ასენსიოს მეტ მხარდაჭერას საჭიროებდნენ საჯარიმოში. კურტუამ დიდებული თამაში ჩაატარა, ის გახდა გაამრჯვების გასაღები. ბოლო წუთებში ყოველთვის ჩნდება შანსები და აუცილებელია მისი გამოყენება. ვგონებ, კარგად გავართვით თავი დაკისრებულ მოვალეობას.“
„ზოგჯერ ვინგერის პოზიციაზე მიწევს ასპარეზობა, შესაბამისად უფრო ახლოს ვარ მეტოქის კართან და მეძლევა დარტყმის საშუალება. როდესაც ნახევარდაცვაში ვირჯები, შეტევაში ჩართვის შესაძლებლობას მოკლებული ვარ. უნდა გავაგრძელო პროგრესირება და განვითარება, რათა უკეთესად შევძლო თამაშის წაკითხვა.
- 31 დეკემბერი 2022
- 813
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.