როდრიგო პელეს ემოციურად დაემშვიდობა
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი როდრიგო, პელეს გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„დღეიდან 29 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. „სანტოსში“ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენდით იმას, თუ როგორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი იყავი შენ.“
„მადლობა ღმერთს, რომსაშუალება მომეცა შენთან შეხვედრისა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეს ჩემს ცხოვრებაში. მადლობა მეფეო რჩევისთვის, რომელიც მაშინ გამიზიარე. შენი სიტყვები - „ყმაწვილო, ყოველთვის იყავი ის ვინც ხარ და არაფრის შეგეშინდეს“ - ყოველთვის მემახსოვრება.“
„მადლობა ყველაფრისათვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთე. მშვიდობით განისვენე, მეფეო. ისტორიაში სამუდამოდ დარჩები დიდებულად.“
- 30 დეკემბერი 2022
- 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.