დი მარიას ინტერვიუ

დი მარია Marca–ს ჟურნალისტს ფეხზე გაკეთებულ ტატუს უჩვენებს. ტატუზე იესო ქრისტეა გამოსახული. დი მარია ამბობს, რომ ძალზედ რელიგიურია, რაც დაეხმარა მას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და "მადრიდის რეალში" გადმოსვლაში:

"მე ძალზედ მორწმუნე ოჯახი მყავს და ისინი მთხოვენ , რომ ასეთივე დავრჩე. მეც ძალიან რელიგიური ვარ და ეს დიდად დამეხმარა რიგ საკითხებში. დედაჩემი ყველაზე დიდი მორწმუნეა ოჯახში და ის ყოველთვის ლოცულობს ჩემზე."

არგენტინელი ძალიანაა დამოკიდებული მის ოჯახზე:

"ეხლა ისინი ესპანეთში გადმოდიან და როგორც კი საშუალება ექნებათ, აუცილებლად დაესწრებიან ჩემს თამაშებს."

ანხელ დი მარია (დაიბადა როსარიოში 1988 წელს) რჩება ისეთივე მორიდებულად , როგორიც ადრე იყო. ის ყოველდღე მადლობას უხდის უფალსა და ოჯახის წევრებს. დი მარია ასევე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და ჯერა, რომ შეძლებს მოუს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.

თავს როგორ გრძნობთ "მადრიდის რეალში"?

– მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს ისაა, რაზეც ყოველკთვის ვოცნებობდი. ღმერთის წყალობით მე მაქვს შესაძლებლობა აქ ვითამაშო და მინდა, რომ ეს საშუალება მაქსიმალურად გამოვიყენო.

რა გითხრათ მაურინიომ?

– რომ ვყოფილიყავი მშვიდად და ბევრი მემუშავა. მან გამაგებინა, რომ თუ შრომობ–მაშინ კარგადაც თამაშობს. ის ყველას მოგვიწოდებს ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ვფიქრობ , აქ უფრო თავდამსხმელის პოზიციაზე მომიწევს თამაში, რაც ჩემს სათამაშო პოზიციაზე "ბენფიკაში" ძალზედ განსხვავდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მალე მივეჩვევი ჩემს ახალ პოზიციას. შეიძლება დაცვაში ბევრი სამუშაო არ მქონდეს, მაგრამ როგორც ბატონმა აღნიშნა, ის ვინც არ დარბის–არ თამაშობს. სინამდვილეში "ბენფიკაში" უკვე მივეჩვიე უკან დაბრუნებას, მაგრამ მე ჯერ 22 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამე მაქვს სასწავლი. მე სულ მიზიდავდა გარისკვა და წინ წასვლა, არაფრის არ მეშინია. ამან მომიწყვანა აქამდე.

თვლით თუ არა, რომ შეგიძლიათ პირველივე წლიდან ამ კლუბში ძირითადში თამაში?

– დიახ, ვიმედოვნებს უფალსაც უნდა, რომ მე ამ კლუბში ძირითად შემადგენლობაში მომიწიოს თამაშმა. ვფიქრობ ამის გაკეთება შემიძლია. მე მაქვს ამის ძალა, ამისთვის კი დღე და ღამ მუშაობაა საჭირო. თუ კარგად ივარჯიშებ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.

საიდან ეს სიჩქარე , ეს დამაჯერებლობა?

– ფეხების წყალობით, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გიდევს თავში. მე ბევრი რამის სწრაფად გაკეთება შემიძლია ჩემი ფეხების დახმარებით და ეს ძალიან კარგია.

სიჩქარით თქვენ რონალდუსთან ახლოს ხართ...

– მე იმავე მხარეს ვთამაშობს, სადაც ის, ორივეს გვიყვარს მეტოქესთან პირისპირ შეხვედრა, მაგრამ ბევრი რამით განვსხვავდებით. რონალდუ რჩება ნომერ 1 ფეხბურთელად.

საიდან ფეხბურთის ასეთი სიყვარული?

– ჩვენს ოჯახში ფეხბურთის ყველაზე თავგადაკლული ქომაგი მამაჩემი იყო. ის ახლოს იყო პრიმერაში მოხვედრასთან , მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ამას ვერ მიაღწია. მოხდა ისე, რომ იგი ჩემზე გადმოერთო და დამეხმარა სკოლასა და ფეხბურთს შორის არჩევნის გაკეთებაში. ღმერთის წყალობით მე აქ ვარ. ბავშობიდან მოყოლებული გვერდით მედგა დედა, რომელიც ოცნებობდა, რომ დიდ კლუბში ვენახე. ის ყველაფერში მეხმარებოდა. ჩვენ "როსარიოს" სტადიონის გვერდზე ვცხოვრობდით. სწორედ "როსარიო" გახდა ჩემი პირველი კლუბი.

კარიერაში რამდენად დაგეხმარათ ე.წ. "ქუჩის გამოცდილება"?

–დიახ, მე ამაზე ვლაპარაკობდი აქ მეგობრებთან. მათ ვუთხარი, რომ ყველაზე კარგი ფეხბურთელები სამხრეთ აფრიკიდან არიან, ვინაიდან ისინი თამაშს ქუჩაში სწავლობენ. ეს მათი ცხოვრებაა. ისინი ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ გამოძვრნენ იქიდან.

ცდილობთ თუ არა ისე თამაშს, როგორც თამაშობდით ქუჩაში?

– მე თერთმეტი ტატუ მაქვს , თითოეული მათგანი ჩემს რაიონთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ეს ის აუცილებელი რამაა, რაც შენ ყოველთვის უნდა გქონდეს შიგნით, იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.


როგორც მითხრეს ქუჩაში ფეხბურთის თამაში დაიწყეთ იმის გამო, რომ სახლში ყველაფერს ამტვრევდით და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდი...

– როცა ოთხი წლის ვიყავი, დედამ ექიმთან მიმიყვანა, ვინაიდან ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი, სახლში ბურთით ყველაფერს ვამტვრევდი. ექიმმა მას უთხრა, რომ მე ფეხბურთი უნდა მეთამაშა. ასე დაიწყო ყველაფერი. არ ვიცი სადაა ის ექიმი, მაგრამ მე მას მადლობა უნდა გადავუხადო. ის იყო ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე ჩემი ცხოვრება ამ საქმეს უნდა მივუძღვნა. მისი სიტყვები ალბათ იმისთვის იყო, რომ სახლიდან გამოვეყვანე, მაგრამ მაინც...

"ბერნაბეუ" აწი უკვე თქვენი სახლია. რას იტყვით მასზე?

– მე აქ უკვე ვიყავი. მე და ჩემმა შეყვარებულმა დავათვალიერეთ იგი, როცა კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მას ვუთხარი, რომ ჯერ კიდე არ შემეძლო ამის დაჯერება. ჩემთვის ეს შესანიშნავი გრძნობაა.

არის თუ არა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თქვენთვის მისაბაძი მაგალითია?

– მე ყოველთვის მომწონდა კილი (გონსალესი). ის ცემთვის მუდმივი მისაბაძი მაგალითი იყო. ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. დღემდე ველაპარაკები მას და ისიც დიდი სიამოვნებით მაძლევს რჩევებს.

და ეხლა?

–მესი და კრიშტიანო, ისინი საუკეთესოები არიან მსოფლიოში და ვცდილობ მათგან ვისწავლო. ჩემმა შესაძლებლობებმა მომცეს საშუალება ამ საფეხურისთვის მიმეღწია. ვფიქრობ, შემიძლია კიდევ უფრო გავიზარდო.

თავს უხერხულად გრძნობთ თუ არა, როცა გეკიტხებიან , ვინ ჯობია: მესი თუ კრიშტიანუ?

– მე ეს არ მაღელვებს. ისინი განსხვავებულები არიან. მესი მოკლე დისტანციებზე უფრო სწრაფია, რონალდუ უფრო დიდ დისტანციებზე. ორივე მათგანი მსოფლიოში საუკეთესონი არიან , არ შემიძლია რომელიმეს გამორჩევა. ჩემთვის არცერთი მეორეზე უკეთესი არაა.

თქვენ უკვე იცნობთ თანაგუნდელებს, შეუძლია თუ არა ამ კლუბს "ბარსელონას" შეჩერება?

– დიახ, მართლაც, ვარჯიშებიდან და მწვრთნელის ტაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ. ღმერთმა ქნას ასე მოხდეს.

მოურინიო მართლაც ასეთი მომთხოვნია?

– დიახ, ის კარგი მწვრთნელია, ვინაიდან ბევრს ითხოვს, მაგრამ იცის, რომ ყოველთვის თითოეულ ჩვენგანს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე აკეთებს.

ვისთან უფრო მეგობრობთ კლუბში?

– ყველაზე მეტად ველაპარაკები გაგოს, ვინაიდან ის ცემი მეგობარია. მას ყველაზე მეტად ვიცნობ. ის მეხმარება და მეუბნება, რომ გავინძრე, რომ ეს ჩემი ერთადერთი საშუალებაა.

ჩემპიონთა ლიგას–ეს ოცნებაა, თუ რეალურად შესაძლებელი?

–ოცნება, რომელიც ახდება. იმედი მაქვს ამ სეზონში შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებას.


ბოლოს გთავაზობთ ანხელ დი მარიას პროფილს:


ქალაქი: როსარიო

ფერი: თეთრი

მანქანა: აუდი R8

საყვარელი მსახიობი მამაკაცი: სტალონე

საყვარელი მსახიობი ქალი: ანჯელინა ჯოლი

საყვარელი ფილმი: "უხილავი მხარე" ( "The Blind Side")

საყვარელი მხატვარი: პიკასო

საყვარელი მწერალი: შექსპირი

აგენტი: ანდრეს მირანდა

საყვარელი საჭმელი: ასადო (არგენტინული კერძი)

ტანსაცმელი: DG

ოცნება: მსოფლიოს თასი

პლიუსი: სამართლიანობა

მინუსი: მარჯვენა ფეხი

კაცში აფასებს: მეგობრობას

ქალის საყვარელი სახელი: ხორხელინა

კაცის საყვარელი სახელი: მიგელი

გადაადგილების საშუალება: ველოსიპედი

სტადიონი: "ელ გიგანტე დე აროიტო"

მოწინააღმდეგე: "ნიუელსი"

ფავორიტი პოლიტიკოსი: ასეთი არ არსებობს

თავისუფალი დრო: თამაშობს "Playstation"–ს



წყარო: Marca

  • shvela
  • 11 აგვისტო 2010
  • 2 469
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)