ბენზემა რევანშისთვის ემზადება
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისათვის ბოლო პერიოდში ცუდად განვითარდა მოვლენები.
კარიმ ბენზემა მაქსიმალური მოტივაციით ემზადებოდა მსოფლიოს ჩემპიონატისათვის, თუმცა ტურნირის დაწყებამდე მიღებული დაზიანების გამო, მას მადრიდში დაბრუნება მოუწია.
როგორც შემდეგ გაირკვა, „ცხრიანის“ ტრავმის ხარისხი საგანგაშო არ იყო. მას თავისუფლად შეეძლო კატარში დარჩენა და მერვედფინალური სტადიიდან საქმეში ჩართვა, მაგრამ დიდიე დეშამმა და სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა მოთამაშეს კარისკენ მიუთითეს.
AS-ის ცნობით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „ოქროს ბურთის“ მფლობელი უაღრესად მოტივირებულია და დიდი მონდომებით ვარჯიშობს „ვალდებებასზე,“ რათა სეზონის განახლების შემდეგ, გოლებით გასცეს პასუხი ყველა არაკეთილისმოსურნეს და ამით ერთგვარი რევანში აიღოს.
მიმდინარე სეზონში ბენზემა 6 გოლს მოითვლის. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს და შესაბამისად, მხოლოდ 954 წუთი გაატარა საქმეში (მე-13 მაჩვენებელი გუნდში).
ახლა კი, სიტუაცია რადიკალურ შეიცვალა. კარიმი სრულიად ჯანმრთელია და მზად არის გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს, ხოლო თუ რა შეუძლია მას, განვლილ სეზონშიც ნათლად გამოჩნდა.
- 28 დეკემბერი 2022
- 939
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.