დევისის ტრანსფერი - „ბაიერნის“ პოზიცია ცნობილია
AS-ის ინფორმაციით, „რეალი“ 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ალფონსო დევისის გადაბირებას ეცდება.
კანადელი ფეხბურთელი, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2019 წლიდან „ბაიერნის“ წევრია და მოქმედი კონტრაქტით 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს გერმანიაში.
Bild-ის ცნობით, „რეკორდმაისტერში“ დიდ იმედებს ამყარებენ დევისზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა განაპირა მცველი შეინარჩუნონ. ისინი უახლოეს მომავალში მოთამაშესათვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებენ, ვინაიდან იციან, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ევროპული გრანდები ბრძოლას გააჩაღებენ მის სანაცვლოდ.
- 28 დეკემბერი 2022
- 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.