კოპა დელ რეი - „რეალი“ პრობლემის წინაშე დგას
როგორც იცით, ესპანეთის სამეფო თასის 1/6 ფინალში „რეალი“ „კასერენიოს“ დაუპირისპირდება.
აღნიშნული თამაში 3 იანვარს, კასერესში გაიმართება და გამარჯვებული კლუბი მოიპოვებს შემდეგი ეტაპის საგზურს.
მადრიდელებისათვის მომავალი პაექრობა გარკვეულ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ქალაქში, რომლის გუნდიც მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს, აეროპორტი არ არის. შესაბამისად, ანჩელოტის შეგირდები მეზობელ ბადახოსში უნდა ჩაფრინდნენ, ხოლო იქედან ავტობუსის საშუალებით მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, რაც დაახლოებით, 2 საათსა 25 წუთს მოითხოვს. ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება საკრინიგზო მომსახურება, თუმცა უფრო მეტ დროსთანაა დაკავშირებული.
ექსტრემადურას ავტონომიური რეგიონი ცნობილია ინფრასტრუქტურული პრობლემებით.
- 26 დეკემბერი 2022
- 1 499
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.